მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა VII საერთაშორისო ტურნირზე კომაროვის სკოლის მასწავლებლებისა და წრის ხელმძღვანელების წარმატება
- 24 იანვარი, 2025
კომაროვის სკოლის პედაგოგებმა და წრის ხელმძღვანელებმა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა VII საერთაშორისო ოლიმპიადაზე (impact 2025) ოქროს 6, ვერცხლის 5 და ბრინჯაოს 1 მედალი მოიპოვეს.
გუნდურ შეჯიბრში კომაროვის სკოლის გუნდი პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
ოლიმპიადა ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკური ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30-მდე სკოლის 400-ზე მეტმა პედაგოგმა და წრის ხელმძღვანელმა მიიღო.
სკოლის გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან:
· ივანე თოფურია, ინფორმატიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ოქროს მედალი, აბსოლუტური პირველი ადგილი და აბსოლუტური შედეგი (400 ქულა 400-დან);
· ივანე კვიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი- ოქროს მედალი;
· ლერი ბანცური, მათემატიკის პედაგოგი- ოქროს მედალი;
· დაჩი ჭოტაშვილი, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ოქროს მედალი;
· ლუკა თვალავაძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ოქროს მედალი;
· გიორგი გრიგოლია, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ოქროს მედალი;
· ვახტანგ კურცხალია, ფიზიკის პედაგოგი - ვერცხლის მედალი;
· გიორგი ლომიძე, ფიზიკის პედაგოგი - ვერცხლის მედალი;
· გიორგი კეკენაძე, მათემატიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ვერცხლის მედალი;
· თორნიკე ცაძიკიძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ვერცხლის მედალი;
· გიორგი ჩხიკვაძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ვერცხლის მედალი;
· ნიკოლოზ მალცევი, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი - ბრინჯაოს მედალი.
შედეგები შეგიძლიათ იხილოთ: https://impact.izho.kz/rezultaty-2025/
კომაროვის სკოლა ულოცავს პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!